ქართველმა მოცურავე ირაკლი ბოლქვაძემ ჰოლანდიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე – Swim Cup Eindhoven – მე-4 ადგილი დაიკავა.
400 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში ბოლქვაძემ დილით საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა და დისტანცია 4:30.73 წუთში დაფარა, რაც ასევე მე-4 შედეგი იყო.
ფინალში ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც კლუბ
ბოლქვაძე გამარჯვებულ ერიკ პერსონს 7.46 წამით ჩამორჩა. ისიც ვთქვათ, რომ ამ დისტანციაზე ირაკლის და შესაბამისად, საქართველოს რეკორდიც 4:29.25 წუთია.