ფეხბურთი

20:37 | 1.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბეშიქთაშმა” სოსა ინათხოვრა

 

უკრაინულმა “მეტალისტმა” 29 წლის არგენტინელი ნახევარმცველი ხოსე სოსა ისევ გაანათხოვრა. “ატლეტიკოს” შემდეგ, სამხრეთ ამერიკელი შუახაზელი არენდით “ბეშიქთაშში” ითამაშებს.

თურქული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, სოსას არენდა 1.4 მილიონი ევრო დაჯდა. “ბეშიქთაშს” ფეხბურთელის 2 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეუძლია.

ხოსე სოსამ, რომელიც “მეტალისტში” 2011 წელს გადავიდა, გასული სეზონის მე-2 ნახევარი “ატლეტიკოში” გაატარა. მადრიდული გუნდის მაისურით, ესპანეთის ჩემპიონატში, მან 15 თამაში ჩაატარა.

0.102473