ჭადრაკი

1:45 | 16.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბერაძე ჯობავასაც არ დანებდა

საქართველოს ჩემპიონატის უმთავრესმა ფავორიტმა ბაადურ ჯობავამ (2721) პირველი დანაკლისი განიცადა. იგი თეთრი ფიგურებით 48-ე სვლაზე ტურნირზე ყველაზე დაბალი რეიტინგის (2298) მქონე ირაკლი ბერაძეს დაუზავდა, რომელმაც პირველ ტურში სენსაციურად მერაბ გაგუნაშვილს (2570) მოუგო.
ჯობავამ სამ ტურში 2.5 ქულა მოაგროვა, თუმცა, ერთპიროვნული ლიდერი აღარ გახლავთ. მისდარი მონაგარი ლუკა პაიჭაძესაც (2480) გააჩნია, რომელმაც თეთრებით ივერი ჭიღლაძე დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატი 11 ტურად მიმდინარეობს და მისი საპრიზო ფონდი 14 ათასი ლარია, საიდანაც გამარჯვებული 4 500 ლარს მიიღებს და ოლიმპიური ნაკრების წევრადაც დასახელდება, პირველ-მეორე ადგილოსნები კი 2013 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის დაფინანსდებიან.
ვაჟთა ჩემპიონატის პარალელურად, ჭადრაკის სასახლის ბუხუტი გურგენიძის სახელობის დარბაზში სტარტი აიღო და დღეს დასრულდება ბათუმში გასამართი ბლიცსა და რაპიდში მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი.
4 ტურის შემდეგ, შეჯიბრს 3.5-3.5 ქულით მირანდა მიქაძე და სოფო გვეტაძე ლიდერობენ. 16 მაისს მონაწილეები კიდევ სამ ტურს ითამაშებენ და მსოფლიოს ჩემპიონატის 3 საგზურის მფლობელის ვინაობაც გაირკვევა.

საქართველოს ჩემპიონატი ვაჟ მოჭადრაკთა შორის. მე-3 ტური
ბაადურ ჯობავა (2721) – ირაკლი ბერაძე (2298) 0.5:0.5
ლევან ფანცულაია (2581) – დავიდ არუთინიანი (2561) 0.5:0.5
ზურაბ ჯავახაძე (2418) – გიგა ყუფარაძე (2471) 1:0
მერაბ გაგუნაშვილი (2570) – დავით ლომსაძე (2345) 1:0
ლუკა პაიჭაძე (2480) – ივერი ჭიღლაძე (2390) 1:0
კონსტანტინე შანავა (2589) – დავით ზარქუა (2446) 0:1

სატურნირო მდგომარეობა
1-2. ჯობავა, პაიჭაძე – 2.5 ქულა,
3-5. ჯავახაძე, გაგუნაშვილი, ზარქუა – 2.0
6-9. ყუფარაძე, ლომსაძე, ბერაძე, არუთინიანი – 1.5
10. ფანცულაია – 1.0
11. შანავა – 0.5
12. ჭიღლაძე – 0

მეოთხე ტური
დავიდ არუთინიანი (2561) – დავით ზარქუა (2446)     
ირაკლი ბერაძე (2298) – კონსტანტინე შანავა (2589)
ივერი ჭიღლაძე (2390) – ბაადურ ჯობავა (2721)  
დავით ლომსაძე (2345) - ლუკა პაიჭაძე (2480)  
გიგა ყუფარაძე (2471) – მერაბ გაგუნაშვილი (2570)
ლევან ფანცულაია (2581) – ზურაბ ჯავახაძე (2418)

0.114711