თამაშგარე

10:41 | 16.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბექჰემების რეიტინგის სათავეებთან

ინგლისში ნახევრადხუმრობით დღემდე მსჯელობენ იმაზე, დევიდ ბექჰემი უფრო მეტად პოპულარულია თუ მისი ცოლი, ვიქტორია ადამს-ბექჰემი. ეს მსჯელობა, როგორც უკვე ვთქვით, ნახევრად ხუმრობით მიდის, მაგრამ ერთ-ერთმა ინგლისურმა ”პიარ” სააგენტომ ბექჰემების რეიტინგთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო კვლევა აწარმოა.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ევროპაში ბექჰემების ვინაობა ყოველი 10-დან 8 ადამიანმა იცის, რაც ცნობადობის თვალსაზრისით ჭეშმარიტ რეკორდად შეგვიძლია მივიჩნიოთ. დევიდი თურმე განსაკუთრებით 30-დან 40-წლამდე მამაკაცებს და ქალებს მოსწონთ, ვიქტორიას კი პოპულარობა 20 წლის ბიჭებშიც მოუპოვებია.

ბექჰემებების შვილებიდან ყველაზე პოპულარული უფროსი ბრუკლინი და უმცროსი სევენი ყოფილან, რომელთა სახელები 10-დან მინიმუმ 4-მა ადამიანმა მაინც იცის. უცნაური კი ისაა, რომ  გამოკითხულთა უმეტესობა თურმე აზრზე არაა დევიდ ბექჰემი რომელ საფეხბურთო კლუბებში თამაშობდა.

 

0.110057