“ტოტენჰემის” უელსელი ლიდერის, გარეთ ბეილის აგენტი აცხადებს, რომ მის კლიენტს მადრიდის “რეალისგან” არანაირი შეთავაზება არ მიუღია.
უკვე დიდი ხანია ევროპულ პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბეილი კარიერას “რეალში” განაგრძობს, მაგრამ თუ 23 წლის შემტევის აგენტს დავუჯერებთ, მადრიდელები ჯერ კონტაქტზე არ გასულან.
“მადრიდიდან არანაირი შეთავაზება არ მიგვიღია. ბეილს უარი არაფერზე განუცხადებია, მაგრამ არც თანხმობა უთქვამს.” – ციტირებს ბეილის აგენტის, ჯონათან ბარნეტის სიტყვებს Marca.