ლონდონის “ჩელსიდან” მადრიდის “ატლეტიკოში” იჯარით მოთამაშე მეკარე ტიბო კურტუას კატალონიის “ბარსელონა” იწვევს. “დეილი სტარის” ცნობით, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობა მზადაა, ბელგიელის სანაცვლოდ, ლონდონელებს 25 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადოს.
ევროპული მედიასაშუალებები ირწმუნებიან, რომ “ბარსელონა” “გლადბახის” მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენს უკვე შეუთანხმდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კატალონიელები კურტუას ყიდვას მაინც ცდილობენ. “ბარსელონაში” ბელგიელს ნომერ პირველ მეკარედ განიხილავენ.
თავის მხრივ, კურტუა არ მალავს, რომ კატალონიელთა რიგებში თამაში მისი ოცნებაა.