მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა ფეხბურთელმა მიხაელ ბალაკმა “სკაი სპორტისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში პეპ გვარდიოლას შესახებ ისაუბრა.
“გასული სეზონი “ბაიერნმა” ბრწყინვალედ ჩაატარა, თუმცა, ვფიქრობ, იუპ ჰაინკესის პეპ გვარდიოლათი ჩანაცვლება დროული, “ბაიერნისთვის” აუცილებელი გადაწყვეტილება იყო. ესპანელი მიუნხენში განსხვავებული და ახალი ხედვებით ჩავიდა. გვარდიოლა უმაღლესი კლასის მწვრთნელია. მან ზუსტად იცის, ფეხბურთელს ყოველ სიტუაციაში რა სჭირდება. “მანჩესტერ სიტისთან” შეხვედრამ დამარწმუნა, “ბაიერნს” კიდევ უფრო ლამაზი და შთამბეჭდავი ფეხბურთის ჩვენება შეუძლია’’_ განაცხადა ვეტერანმა გერმანელმა.
შეგახსენებთ, მიხაელ ბალაკი 2002-2006 წლებში ასპარეზობდა ბავარიის კლუბში, რომლის რიგებშიც ჩატარებულ 157 მატჩში გაიტანა 62 გოლი.
დიმიტრი შარიქაძე