ჭადრაკი

21:07 | 10.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

აზერბაიჯანი დამაჯერებლად ლიდერობს

საქართველოსა და აზერბაიჯანის საჭადრაკო ნაკრებთა დაპირისპირების 4 ტურის თავზე მასპინძლები მეტოქეს უკვე 7.5:12.5 ჩამორჩნენ, ასე რომ, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილია.
მე-4 ტურში კიდევ ერთი მარცხი განიცადა საქართველოს ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ (2721), რომელსაც შავი ფიგურებით შაჰრიარ მამედიაროვმა (2726) აჯობა. ბაადურის მარცხი საქართველოს 2010 წლის ვაჟთა ჩემპიონატის გამარჯვებულმა მერაბ გაგუნაშვილმა (2570) გაქვითა, დანარჩენი პარტიები კი ფრედ დასრულდა და დაპირისპირების მე-4 დღეს ყაიმი აღინიშნა – 2.5:2.5.
დასკვნით მეხუთე ტურში ფერების განლაგებას დამატებითი კენჭისყრა გადაწყვეტს. ისიც ვთქვათ, რომ ამხანაგური მატჩის შედეგები მოჭადრაკეთა რეიტინგზე არ აისახება.

 

 

 

საქართველო – აზერბაიჯანი 7.5:12.5
მე-4 ტური

მჭედლიშვილი (2656) – საფარლი (2620) 0.5:0.5
ფანცულაია (2581) – მამედოვი (2628) 0.5:0.5
გაგუნაშვილი (2570) – დურალბეილი (2579) 1:0
შანავა (2589) – ჰუსეინოვი (2609) 0.5:0.5
ჯობავა (2721) – მამედიაროვი (2726) 0:1

0.134298