მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა ბელარუსმა ვიქტორია აზარენკამ შარშან ყატარის დედაქალაქ დოჰაში მოპოვებული ტიტული წელს წარმატებით დაიცვა. ფინალურ მატჩში მან დაძაბულ ბრძოლაში ამერიკელი სერენა უილიამსი დაამარცხა 7:6, 2:6, 6:3.
შეხვედრა 2 საათსა და 29 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში აზარენკამ ორი ბრეიკი შეასრულა, თუმცა სამჯერ საკუთარი ჩაწოდება დათმო. ბელარუსის ანგარიშზე 3 ეისი და ერთბაშად 7 ორმაგი შეცდომა გახლდათ, ხოლო სერენამ 11 ეისის წილ 6 ორმაგი დაუშვა.
ღევანდელი წარუმატებლობის მიუხედავად ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირების ისტორიაში უილიამსის უპირატესობა უდიდესი გახლავთ 12:2.
ვიქტორიამ კარიერაში მეთექვსმეტე ტიტული მოიპოვა. მან 426000 ამერიკულ დოლართან ერთად 900 სარეიტინგო ქულაც დაიცვა.