სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ქართველი მოჭადრაკეები აუტსაიდერთა რიგებში რჩებიან. 7 ტურის თავზე შოთა აზალაძეს (2471) და დავით ბენიძეს (2524) 2.5-2.5 ქულა გააჩნიათ და დამატებითი მაჩვენებლებით მე-7 და მე-9 ადგილზებზე იმყოფებიან, არადა, შეჯიბრს სულ 10 მონაწილე ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ ქართველ მოჭადრაკეებს მხოლოდ თითო გამარჯვება აქვთ მოპოვებული და ისიც აუტსაიდერ შტეპან ჟილკასთან (2529), რომელიც 2.0 ქულით ბოლო საფეხურზე იმყოფება.
ერევნული ტურნირი 9 ტურად მიმდინარეობს და 15 იანვარს დასრულდება, მისი საპრიზო ფონდი კი მილიონი სომხური დრამია, რაც დაახლოებით 2 500 დოლარია.
მე-8 ტურში ქართველები შავი ფიგურებით სომხებს ეთამაშებიან. ბენიძე კარენ გრიგორიანს (2513) დაუპირისპირდება, ხოლო აზალაძე – ჰოვანეს გაბუზიანს (2525).