ფეხბურთი

23:16 | 1.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკომ” სოსა ინათხოვრა

 

მადრიდის “ატლეტიკომ” 28 წლის არგენტინელი ნახევარმცველი ხოსე ერნესტო სოსა ინათხოვრა. ესპანურმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

“ატლეტიკოს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ხარკოვის “მეტალისტის” კაპიტანი სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის, რის შემდეგაც ტრანსფერი საბოლოოდ დასრულდება. არაოფიციალური ინფორმაციით, “ატლეტიკოს” ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება.

სოსა “მეტალისტში” 2011 წელს, “ნაპოლიდან” გადავიდა. მანამდე, მას “ესტუდიანტესსა” და “ბაიერნში” უთამაშია. უკრაინული გუნდის მაისურით ჩატარებულ 85 მატჩში სოსამ 19 გოლი გაიტანა. 28 წლის ფეხბურთელს სანაკრებო გამოცდილებაც აქვს. არგენტინის ეროვნულ გუნდში მან 19 თამაში ჩაატარა და თავი ერთხელ გამოიჩინა.

0.110876