ჩეხეთის ქალაქ ოლომოუცში გამართულ რაპიდ-ტურნირში წარმატებით იასპარეზა თბილისელმა დიდოსტატმა დავიდ არუთინიანმა. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა და 5.5 ქულა ერთბაშად 6 მონაწილემ დააგროვა, დამატებითი მაჩვენებლებით კი პრიზიორები ასე გადანაწილდნენ:
1. დავიდ არუთინიანი (საქართველო, 2558)
2. ვოიტეჩ პლატი (ჩეხეთი, 2480)
3. მიხაილ სიმანცევი (უკრაინა, 2526)
4. კონსტანტინ ჩერნიშოვი (რუსეთი, 2534)
5. ვიტალი სივუკი (უკრაინა, 2480)
6. პიერე ვილეგასი (მონაკო, 2249)
კლასიკური ჭადრაკის ტურნირში არუთინიანს პირველი რეიტინგი აქვს, თუმცა, 7 ტურის თავზე მხოლოდ 3.5 ქულა აქვს და 12 მონაწილეს შორის მე-4 ადგილზეა, თანაც ლიდერებს – ჩეხ იან კრეიჩის (2503) და პოლონელ იან-კჟიშტოფ დუდას (2411) 2-2 ქულით ჩამორჩება. ტურნირის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი.