ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი ჯეკ უილშირი, შესაძლოა, საკუთარ გუნდს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში, დორტმუნდის “ბორუსიასთან” გასამართ მატჩშიც დააკლდეს.
21 წლის ფეხბურთელმა ტრავმის გამო პრემიერლიგაში “ლივერპულთან” 2:0 მოგებული თამაში გამოტოვა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა კი, პრესკონფერენციაზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა.
“ექიმების დასკვნით უილშირს ტერფის ანთება აქვს. ჯერჯერობით არ შეგვიძლია იმის თქმა, ითამაშებს თუ არა ის “დორტმუნდის” წინააღმდეგ. ორშაბათს მას კიდევ ერთი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება და მას შემდეგ გახდება ცნობილი მისი მოედანზე დაბრუნების ვადები. ნებისმიერ შემთხვევაში, უილშირი გუნდს დიდი ხნით არ დააკდება” - განაცხადა ვენგერმა.
უილშირმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა, “დორტმუნდთან” კი, მისი გუნდი ოთხშაბათს, 6 ნოემბერს ითამაშებს.