მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, ლონდონის “არსენალი” გელზენკირხენის “შალკეს” ნახევარმცველის – იულიან დრაქსლერის შეძენას გეგმავს. ამის შესახებ Goal-ი იუწყება.
“მეთოფეთა” თავკაცმა არსენ ვენგერმა ახალგაზრდა გერმანელის შეძენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გარემარბმა ტეო უოლკოტმა მუხლის ჯვარედინი მყესების მძიმე ტრავმა მიიღო. აქვე გეტყვით, რომ ზაფხულში, დრაქსლერმა გელზენკირხენელებთან კონტრაქტი 5 წლით გაახანგრძლივა.
ცნობისათვის, გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, დრაქსლერმა “შალკეს” შემადგენლობაში 14 მატჩი ჩაატარა და გოლით გამოირჩა.