ჭადრაკი

15:40 | 30.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

აროშიძე საპრიზო ადგილის შანსს ინარჩუნებს

ბარსელონაში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირზე ქართველი ლევან აროშიძე (2560) მე-4 ადგილს ინარჩუნებს. შეჯიბრის მე-7 ტურში ქართველი მოჭადრაკე თეთრი ფიგურებით ერთ-ერთ ფავორიტ ბოსნიელ პრედრაგ ნიკოლიჩს (2638) დაუზავდა და 4.0 ქულა მოაგროვა.
როგორც აღვნიშნეთ, აროშიძეს სამი მეტოქე უსწრებს. რუს სანან სიუგუროვს (2624) უკვე 6.0 ქულა გააჩნია და მას ჩემპიონობაში ხელს სასწაულიღა თუ შეუშლის, ხოლო მეორე-მესამე ადგილებზე მყოფ კუბელ პერეს კესადას (2604) და დანიელ პეტერ ნილსენს (2662) აქტივში 4.5-4.5 ქულა აქვთ.
მე-8 ტურში აროშიძე შავი ფიგურებით ესპანელ ხოსეპ ომს პალისეს (2506) დაუპირისპირდება, ბოლო ტურში კი თეთრებით ხსენებულ ნილსენს გაეჯიბრება.

0.11715