ჭადრაკი

15:17 | 10.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

აროშიძე ათეულში რჩება

ესპანეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირ XIV Open Internacional d'Escacs Vila de Salou-ზე 7 ტურის თავზე 5.5 ქულით უკრაინელი სერგეი ფედორჩუკი (2634) და ესპანელი ალექსის კაბრელა (2510) დაწინაურდნენ, მათ კი 0.5 ქულით 9 მოჭადრაკე ჩამორჩება, რომელთა შორის ქართველი ლევან აროშიძეც (2582) იმყოფება.
მე-7 ტურში აროშიძე შავი ფიგურებით ლატვიელ ანდრეის სტრებკოვსს (2354) დაუზავდა, მომდევნო პარტიას კი თეთრებით ესპანელ იპოლიტო ასის გარგატალისთან (2473) ჩაატარებს. ამ დროისთვის, დამატებითი მაჩვენებლებით, ლევანი მე-5 ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მოჭადრაკე განთესვით მესამეა და მხოლოდ ხსენებულ ფედორჩუკსა და რუს ვლადიმირ ბურმაკინს (2586) ჩამორჩება.

0.14844