ფეხბურთი

10:57 | 1.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

არიენ რობენი: “მოსკოვის შემდეგ მიუნხენში თამაში ერთი სიამოვნებაა”

მიუნხენის “ბაიერნის” ჰოლანდიელმა შემტევმა ნახევარმცველმა არიენ რობენმა, გერმანიის ბუნდესლიგის მე-14 ტურში “ბრაუნშვაიგის” დამარცხების შემდეგ, შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე მოსკოვში ცსკა-სთან გამართული შეხვედრა გაიხსენა.

“ბრაუნშვაიგს” მიუნხენელებმა სწორედ რობენის დუბლის წყალობით 2:0 სძლიეს. 29 წლის ჰოლანდიელმა ანგარიში მოსკოვშიც გახსნა, თამაში კი, მისმა გუნდმა 3:1 მოიგო.

“მოსკოვში ურთულესი თამაში გვქონდა. მთელი ეს მოგზაურობა მომქანცველი იყო. როდესაც მიუნხენში ბრუნდები და ამ საუცხოო გაზონზე თამაშობ, უდიდეს სიამოვნებას იღებ” - თქვა რობენმა.

0.12077