ჭადრაკი

0:50 | 14.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძის პირველი მარცხი

ქართველმა მოჭადრაკე მერი არაბიძემ (2379) ათენში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მე-11 ტურში პირველი მარცხი განიცადა და ოქროს მედლისთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდება.
არაბიძეს წარუმატებლობა პერუელ დეისი კორისთან (2413) შეემთხვა, არადა, მერი თეთრი ფიგურებით თამაშობდა. შედეგედ, სამხრეთამერიკელი 8.5 ქულით ტურნირის ერთპიროვნულ ლიდერად იქცა, ქართველი მოჭადრაკე კი 7.5 ქულით მე-6 ადგილამდე დაქვეითდა.
ბოლისწინა მე-12 ტურში არაბიძე შავებით ითამაშებს, მისი მეტოქე კი მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველ ნომრად განთესილი რუსი ანასტასია ბოდნარუკი (2414) იქნება, რომელიც 8.0 ქულით მე-4 საფეხურზეა.
გოგონათა ტურნირის კიდევ ერთმა ქართველმა მონაწილე ნანი უნაფქოშვილმა (2011) შავი ფიგურებით უელსელი მეგან ოუენსი (1816) დაამარცხა და 5.5 ქულით 65 მონაწილეს შორის 38-ე ადგილზე გადაინაცვლა.
ვაჟებშუ შალვა ნადირაშვილს (2151) 4.5 ქულით 93-ე ადგილი უკავია, ხოლო დიმიტრი კვარაცხელია 4.0 ქულით 110-ეა. მსოფლიოს პირველობას 9.0-9.0 ქულით თურქი ალექსანერ იპატოვი (2577) და უნგრელი რიჩარდ რაპორტი (2605) ლიდერობენ.

0.122149