თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირი ქართველ ჩოგბურთელთა გარეშე გაგრძელდება. ერთეულთა შეჯიბრის მეოთხედფინალში მე-2 ნომრად განთესილი ეკატერინე გორგოძე მე-7 განთესვის მქონე უნგრელ ვანდა ლუკაჩს დაუპირისპირდა და 6:7 (4:7), 4:6 წააგო.
წყვილთა ტურნირში გორგოძე და სოფო ქვაცაბაია იმავ ლუკაჩთან და რუმინელ ილინკა ტეოდორა ბერჩარუსთან 3:6, 0:6 დამარცხდნენ.