ხუთშაბათ საღამოს ევროპის 48 კლუბი რანგით მეორე ევროპული საკლუბო ტურნირის, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპში ჩაებმება და პრეტენდენტებად მიჩნეული გუნდები საკუთარი ამბიციის გამყარებას ეცდებიან. პირველსავე ტურში რამდენიმე ისეთი შეხვედრა გაიმართება, სადაც ფავორიტები ერთმანეთის პირისპირ წარსდგებიან და ფეხბურთის გულშემატკივარსაც თამაში ასარჩევად ექნება.
პირველ ჯგუფში გერმანული “გლადბახი” ესპანეთის “ვილიარეალს” მასპინძლობს და რადგან ჯგუფში მათი მეტოქეები კვიპროსის “აპოლონი” და შვეიცარიის “ციურიხი” არიან, ფავორიტებად სწორედ პორველი წყვილის გუნდები მიიჩნევიან. ამ გუნდებს ერთმანეთის პირისპირ აქამდე არასდროს უთამაშიათ. პირველის მსგავსად, მეორე ჯგუფიც ფავორიტთა დაპირისპირებით იწყება. “ბრიუგე” “ტორინოს” მასპინძლობს და მათთან “კოპენჰაგენისა” “ჰიკის” შანსები არცთუ მაღალი უნდა იყოს.
C ჯგუფის ფავორიტებს - “ტოტენჰემს” და “ბეშიქთაშს” ურთიერთშეხვედრა მეორე ტურში უწევთ, მანამდე კი, ინგლისელები ქულათა მარაგის შევსებას სერბეთში “პარტიზანთან”, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ვერმოხვედრილი თურქები შინ ბერძნულ “ასტერასთან” ეცდებიან. ეს გუნდები ერთმანეთის პირისპირ პირველად თამაშობენ.
D ჯგუფში ინტერესს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფიდან გავარდნილი “ზალცბურგისა” და “სელტიკის” დაპირისპირება იწვევს, რომელთაც ამბიციის დამტკიცება ახლა უკვე ევროპის ლიგაზე მოუწევთ. ეს ჯგუფი მეტნაკლებად თანაბარია, რადგან წარმატების შანსი “ლიონის” მძლეველ რუმინულ “ასტრასაც” ექნება და იოლად არც ზაგრების “დინამო” დანებდება.
E ჯგუფის ფლაგმანად პსვ უნდა მივიჩნიოთ, რომელიც უშუალო კონკურენტ “პანათინაიკოსს” მესამე ტურშიღა ხვდება. “ყარაბაღი” მეორე აზერბაიჯანული კლუბია, რომელმაც ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა და პირველი გამარჯვებისთვის იბრძოლებს. “ნეფტჩის” მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო და ჯგუფში განცდილი სამი მარცხის წილ, სამი ფრე ითამაშა. მაგრამ “სენტ-ეტიენი” საფრანგეთის ჩემპიონატში ლიდერთა შორისაა და აზერბაიჯანელთათვის პირველი გამარჯვების მოპოვება რთული იქნება. ამ გუნდების მატჩი სხვებზე 1 საათით ადრე იწყება და ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპიც სწორედ მეზობელ აზერბაიჯანში გაიხსნება. ფრანგებთან ერთად ჯგუფიდან გასვლისთვის “ინტერმა” უნდა იბრძოლოს, მაგრამ ლიდერების გეგმების შეცვლას უკრაინული “დნიპრო” ეცდება. ამ ქვეყნის წარმომადგენლებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ მათთან სახელები თამაშს ვერ იგებენ.
G ჯგუფის ფავორიტად “სევილია” ჩანს. მეორე ადგილის დაკავების შანსი დანარჩენ სამ გუნდს თანაბრად ექნება, რადგან “ფეინოორდმა” და “სტანდარტმა” სეზონი არცთუ კარგად დაიწყეს, “რიეკა” კი, ხორვატიაში მხოლოდ ზაგრების “დინამოს” ჩამორჩება.
H ჯგუფში ერთი შეხედვით ყველაზე ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. “ლილმა” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი კი ვერ გადალახა, მაგრამ ქვეყნის პირველობას ლიდერობს. ინგლისის “ევერტონმა” და გერმანულმა “ვოლფსბურგმა” სეზონი არცთუ კარგად დაიწყეს და მათთან რუსეთის პრემიერლიგის”კრასნოდარი” უშანსოდ არ იქნება.
“ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ გავიდა და არც სერა A-ს სტარტი გამოუვიდა წარმატებული, მაგრამ I ჯგუფში მაინც ყველაზე სახელოვანი გუნდია. J ჯგუფში სუტუაცია სხვაგვარადაა და აქ შანსი რუმინეთის და პორტუგალიის მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერების - “სტიაუასა” და “რიუ ავესთან” ერთად, კიევის “დინამოსაც” ექნება. რადგან “ფიორენტინა” ჯერჯერობით ფორმაში არაა, K ჯგუფში წარმატების შანსი “პაოკსა” და ასევე არცთუ დამაჯერებლად მოთამაშე “გინგამსაც” ექნება, ხოლო ბელარუსები სიურპრიზის მომზადებას ეცდებიან. წინასწარ ძნელია L ჯგუფუს ფავორიტის გამოცნობაც, სადაც კენჭისყრამ მეტნაკლებად თანაბარი ძალების გუნდები დააწყვილა.
A ჯგუფი
გლადბახი (გერმანია) - ვილიარეალი (ესპანეთი)
მსაჯი: ივან კრუჟლიაკი (სლოვაკეთი)
აპოლონი (კვიპროსი) - ციურიხი (შვეიცარია)
მსაჯი: საიმონ ევანსი (უელსი)
B ჯგუფი
ბრიუგე (ბელგია) - ტორინო (იტალია)
მსაჯი: ჰალის ეზკახია (თურქეთი)
კოპენჰაგები (დანია) - ჰიკი (ფინეთი)
მსაჯი: ევგენი არანოვსკი (უკრაინა)
C ჯგუფი
პარტიზანი (სერბეთი) - ტოტენჰემი (ინგლისი)
მსაჯი: ალონ იეფეტი (ისრაელი)
ბეშიქთაში (თურქეთი) - ასტერასი (საბერძნეთი)
მსაჯი: მიროსლავ ზელინკა (ჩეხეთი)
D ჯგუფი
ზალცბურგი (ავსტრია) - სელტიკი (შოტლანდია)
მსაჯი: არტურ დიაში (პორტუგალია)
დინამო (ზაგრები, ხორვატია) - ასტრა (რუმინეთი)
მსაჯი: ლეონტიოს ტრატუ (კვიპროსი)
E ჯგუფი
პსვ (ჰოლანდია) - ეშტორილი (პორტუგალია)
მსაჯი: ბობი მედენი (შოტლანდია)
პანათინაიკოსი (საბერძნეთი) - დინამო (მოსკოვი, რუსეთი)
მსაჯი: დენიელ ორსატო (იტალია)
F ჯგუფი
ყარაბაღი (აზერბაიჯანი) - სენტ-ეტიენი (საფრანგეთი)
მსაჯი: სტივენ მაკლინი (შოტლანდია)
დნიპრო (უკრაინა) - ინტერი (იტალია)
მსაჯი: ფელიქს ცვაერი (გერმანია)
G ჯგუფი
სტანდარდი (ბელგია) - რიეკა (ხორვატია)
მსაჯი: კრისტიან ბალაჟი (რუმინეთი)
სევილია (ესპანეთი) - ფეინოორდი (ჰოლანდია)
მსაჯი: რუდი ბუკე (საფრანგეთი)
H ჯგუფი
ლილი (საფრანგეთი) - კრასნოდარი (რუსეთი)
მსაჯი: ლირან ლივნი (ისრაელი)
ევერტონი (ინგლისი) - ვოლფსბურგი (გერმანია)
მსაჯი: ლუკა ბანტი (იტალია)
I ჯგუფი
იანგ ბოიზი (შვეიცარია) - სლოვანი (სლოვაკეთი)
მსაჯი: არტიომ კუჩინი (ყაზახეთი)
ნაპოლი (იტალია) - სპარტა (ჩეხეთი)
მსაჯი: ლევინ ბლომი (ჰოლანდია)
J ჯგუფი
სტიაუა (რუმინეთი) - ოლბორგი (დანია)
მსაჯი: ვლადისლავ ბეზბოროდოვი (რუსეთი)
რიუ ავე (პორტუგალია) - დინამო (კიევი, უკრაინა)
მსაჯი: სტეფან იუჰანესონი (შვედეთი)
K ჯგუფი
პაოკი (საბერძნეთი) - დინამო (მინსკი, ბელარუსი)
მსაჯი: მატიას გესტრანიუსი (ფინეთი)
ფიორენტინა (იტალია) - გინგამი (საფრანგეთი)
მსაჯი: ჰარალდ ლეხნერი (ავსტრია)
L ჯგუფი
მეტალისტი (უკრაინა) – ბეშიქთაში (თურქეთი)
მსაჯი: ტომ-ჰარალდ ჰაგენი (ნორვეგია)
ლეგია (პოლონეთი) – ლოკერენი (პოლონეთი)
მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)