თამაშგარე

10:32 | 7.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ადრიანა ლიმას სიხარული და დარდი

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების თილისმად სახელდებული, თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ქალი ადრიანა ლიმა ცოტა ხნის წინ, 33 წლის გახდა. მოდელმა დღესასწაული ახლობლების გარემოცვაში აღნიშნა, თუმცა მათ შორის არ იყო მისი მეუღლე, კალათბურთელი მარკო იარიჩი. მიუხედავად წარუმატებელი პირადი ცხოვრებისა, მოდელის კარიერა წარმატებულია.

ჟურნალ ”ფორბსის” მიხედვით, ადრიანა ლიმა მესამეა ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელებს შორის ჟიზელ ბიუნჰენისა და მირანდა კერის შემდეგ. 2012 წელს ბრაზილიელმა მოდელმა 6 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

0.18146