ჭადრაკის სასახლეში ვაჟ მოჭადრაკეთა 74-ე ეროვნულ ჩემპიონატზე, რომელიც ოლიმპიური სისტემით ტარდება, მერვედფინალის მეორე პარტიები გაიმართა. გაირკვა 7 მეოთხედფინალისტის ვინაობა. მერვედფინალის ერთ შეხვედრაში, სადაც ერთმანეთს დავით მაღალაშვილი და გიგა ყუფარაძე ხვდებოდნენ ორი პარტიის შემდეგ 1:1 დაფიქსირდა. გამარჯვებულის გამოსარკვევად ორშაბათს ამ წყვილში დამატებითი, ბლიცპარტიები გაიმართება.
საქართველოს ჩემპიონატი. კაცები. მერვედფინალი
მიხეილ მჭედლიშვილი – ზვიად ფაცია 1,5-0,5
თორნიკე სანიკიძე – შოთა აზალაძე 1,5-0,5
მერაბ გაგუნაშვილი – ივერი ჭიღლაძე 1,5-0,5
ლუკა პაიჭაძე – გიორგი სიბაშვილი 1,5-:0,5
დავით ჯოჯუა – ნიკოლოზ ჩხაიძე 1,5-0,5
ლევან ფანცულაია – ბაჩანა მორჩიაშვილი 2-0
კონსტანტინე შანავა – დავით ბენიძე 0,5-1,5
დავით მაღალაშვილი – გიგა ყუფარაძე 1-1
მეოთხედფინალი: მჭედლიშვილი – სანიკიძე; გაგუნაშვილი – პაიჭაძე; ფანცულაია – ბენიძე; ჯოჯუა მაღალაშვილ-ყუფარაძეს შორის გამარჯვებულს შეხვდება.