საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სანდრო კობახიძე, რომელიც ლუცკის “ვოლინში” გამოდის, ინტერნეტპორტალ football.ua-ს ვერსიით, უკრაინის პრემიერლიგის მე-12 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
“კობახიძე “ვოლინში” სწორედ ასეთი თამაშის გამო აღმოჩნდა. გუნდის მთავარ მწვრთნელს კვარციანის თამამი ფეხბურთელები უყვარს, რომელთაც თამაშის გამწვავება შეუძლიათ და მეტოქის მეკარეს ემუქრებიან. “ოლიმპიკთან” მატჩში კობახიძე სწორედ ამას აკეთებდა, რაც მის გუნდს დიდი ანგარიშით დამაჯერებელ გამარჯვებაში დაეხმარა. კობახიძე “ოლიმპიკთან” შეხვედრაში გუნდის 35 შეტევაში მონაწილეობდა, რაც 7-ით მეტია, ვიდრე “ვოლინის” ნებისმიერი ფეხბურთელის მაჩვენებელზე”, - იუწყება football.ua კობახიძის შესახებ.
განვლილ მატჩში, “ვოლინმა” 4:0 მოიგო და კობახიძემ გოლის გარდა, საგოლე პასი მიითვალა.