იტალიის ბულვარულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს მილანის “ინტერნაციონალეს” საპატიო პრეზიდენტი, მასიმო მორატი ახალგაზრდა იტალიელ მოცეკვავეს ყვარობს და ამ ხნის კაცს თავზე ხელი აუღია, ცოლ-შვილი მიუტოვებია და ერთ ამბავშია...
ამ ჭორს სასწრაფოდ გამოეხმაურა თავად სენიორ მასიმო და ნაძირალები უწოდა ყველას, ვინც ეს ჭორები მოიგონა და გაავრცელა. მასიმოს შემდეგ კი ჟურნალისტები მისმა მეუღლემ, სენიორა ანჯელა მორატიმაც მიიწვია თავის ვილაში და ისეთი რამე-რუმეები თქვა, ცრემლი მოუვა ადამიანს.
”ჩემი და მასიმოს მრავალწლიანი თანაცხოვრების მანძილზე ქმარში არასოდეს შემპარვია ეჭვი. არ ვიცი, ვინ ავრცელებს ამ ჭორებს, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენს დაშორებას შეძლებს, ძალიან ცდება, რადგან ეს შეუძლებელია”, – განაცხადა მორატის მეუღლემ.