“პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველი იოან კაბაიე ინგლისში დაბრუნებას არ აპირებს. ამ ინფორმაციას Le Parisien-ი ავრცელებს.
კაბაიე პსჟ-ში 2014 წლის იანვარში “ნიუკასლიდან” გადავიდა. პარიზელთა შემადგენლობაში მან 35-ჯერ ითამაშა და 2-ჯერ გაიტანა. 28 წლის ფეხბურთელი, ლიგა ერთის მიმდინარე გათამაშებაში, მოედანზე 13-ჯერ გამოჩნდა, მაგრამ სასტარტო შემადგენლობაში ის მხოლოდ 7-ჯერ მოხვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაბაიე სათამაშო დროის სიმცირით უკმაყოფილოა. ამით სარგებლობას ინგლისური კლუბები ცდილობენ და რამდენიმე მათგანი კაბაიეს ნისლიან ალბიონზე დაბრუნებას სთავაზობს. თუმცა, ფრანგული პრესის ცნობით, პარიზელთა შუახაზელის მიზანი გუნდში დარჩენა და სეზონის მე-2 ნახევარში ფეხის სასტარტო შემადგენლობაში მოკიდებაა.