ბერძნულ "კერკირას" აკაკი ხუბუტიას აყვანა სურს. საქართველოს ნაკრების 28 წლის მცველი "კერკირას" მწვრთნელ მიხალის გეორგიუს სიაშია და მოლაპარაკებაც მიმდინარეობს. ამ ინფორმაციას ბერძნული საიტებიც ავრცელებენ.
ხუბუტია თავისუფალი აგენტია, ზაფხულს აქეთ არცერთ გუნდში არ უთამაშია. რაც შეეხება "კერკირას", გუნდი საბერძნეთის უმაღლეს ლიგაში მეთერთმეტე ადგილზეა 16 გუნდს შორის.