ჭადრაკი

19:58 | 12.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

7 წლამდე გოგონებსა და ბიჭებში საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ

დასრულდა საქართველოს პირველობა ჭადრაკში 7 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლემ უმასპინძლა.
გოგონებში 14, ხოლო ჭაბუკთა შორის 38 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით – ცხრა ტურად ჩატარდა.
გოგონათა შორის ქულათა მაქსიმუმი (9 ქულა) დიანა ლომაიამ დააგროვა და რაღა თქმა უნდა, პირველ ადგილზე გავიდა. 7,5-7,5 ქულით II-III ადგილები სალომე ბეიტრიშვილმა და თამარ თასოშვილმა გაიყვეს. უკეთესი კოეფიციენტით II ადგილი ბეიტრიშვილს ერგო.
გოგონების მსგავსად, ჭაბუკებსაც ღირსეული ჩემპიონი ჰყავთ. საბა ლომსაძემ 9 შესაძლებლობიდან 8,5 ქულა დააგროვა და უახლოესი მდევარი, მე-2 ადგილზე გასული გიორგი ჯიქია ერთი ქულით ჩამორჩა. 7 ქულით მე-3 ადგილი გიორგი ლომინაძეს ერგო.
 

როლანდ ლაბუჩიძე
 

0.154868