თამაშგარე

10:15 | 4.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

კაკამ ცოლთან გაყრა გადაიფიქრა

ცოტა ხნის წინ ვწერდით, რომ ბრაზილიელი ვეტერანი ფეხბურთელი, რიკარდო კაკა, ცოლთან, მოდელ კაროლინ სელიკოსთან განშორებას ოფიციალურად აპირებდა და საქმე უკვე კაკას ოფლით ნაშოვნი ქონების გაყოფაზე იყო მიმდგარი, რაც კაკას, ბუნებრივია, მაინცდამაინც არ ახარებდა.

სიტუაცია შეიცვალა და კაკა აცხადებს, რომ განქორწინება გადაიფიქრა და მისი ცოლიც ამავე აზრზეა. ჟურნალისტების ვარაუდით, შერიგების ინიციატორი ბრაზილიელი ფეხბურთელი იყო, რომელსაც ქონების ცოლისთვის გაყოფა ძალიან არ სურდა და ამას ისევ შერიგება ამჯობინა.

კაკასა და კაროლინს შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრაზილიელი მობურთალის მეუღლემ აღმოაჩინა და ფაქტებითაც დაამტკიცა, რომ ქმარი ღალატობდა და თან არაერთ ქალთან. ამას ოჯახში ჩხუბი და გაყრის სურვილიც მოჰყვა, მაგრამ საბოლოოდ მაინც პრაგმატულმა მიზნებმა იძალა.

მოკლედ - კაკა ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა და ჩვენც ისღა დაგვრჩენია, დავიშალოთ.

0.169376