ესპანელმა რაფა ნადალმა და შოტლანდიელმა ენდი მარეიმ აბუ დაბიში დღეს ერთობლივი წვრთნა ჩაატარეს. მოგეხსენებათ ამ ქალაქში 2015 წლის 1-3 იანვარს Mubadala World Tennis Championship-ის ტურნირი ჩატარდება.
ნადალისა და მარეის გარდა, აბუ დაბიში ესპანელები ნიკოლას ალმაგრო და ფელისიანო ლოპესი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და შვეიცარიელი სტენ ვავრინკა იასპარეზებენ.