თამაშგარე

12:37 | 30.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩინელი მეჩოგნე - 2014 წლის ყველაზე გავლენიანი ქალბატონი

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი ეკონომიკური გაზეთის, Financial Times-ის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ 2014 წლის ყველაზე გავლენიან ქალთა სამეულში საპატიო და ბევრისათვის მოულოდნელი ადგილი დაიკავა ჩინელმა ჩოგბურთელმა ქალმა, ნა ლიმ ნამ.

ნა ლიმ სპორტული კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა, თუმცა მისი ფინანსური შესაძლებლობებისა და ბიზნესის ნიჭის შესახებ ლეგენდები დადის და როგორც ამბობენ, არც ისე შორსაა ის დრო, როდესაც ნა ლი სპორტული ბიზნესის უდიდესი მაგნატი გახდება.

ამჟამად ჩინელი მეჩოგნეს მფლობელობაში სამი დიდი კომპანიაა, რომლებიც სპორტულ ამუნიციას და სხვადასხვა ატრიბუტიკას ამზადებს. ნა ლი სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ მთლიანად თავის ბიზნესზე გადაერთვება და მერე უნდა ნახოთ, რასაც გააკეთებს...

0.199375