მადრიდის “რეალი” “ტენერიფეს” 19 წლის მეკარით, კარლოს აბადით დაინტერესდა. ინფორმაციას AS ავრცელებს.
სამეფო კლუბის სკაუტები 19 წლის მეკარის თამაშებს აკვირდებიან. აბადს “ტენერიფესთან” კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს. აბადმა მიმდინარე სეზონში 6 მატჩში 3 გოლი გაუშვა. ესპანელი მეკარით ასევე დაინტერესებულები არიან ინგლისური კლუბები.