ფეხბურთი

18:47 | 26.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუის სუარესი პარტნიორებით ამაყობს

“ბარსელონას” 27 წლის ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი კატალონიურ გამოცემა “სპორტთან” საუბარში აღნიშნავს, რომ იგი ამაყია ლიონელ მესის და ნეიმარის გვერდით თამაშის გამო.

“ამაყი ვარ, მესის და ნეიმარის მხარდამხარ თამაშით. “ბარსელონასთან” ერთად ბევრი ტიტულის მოგება მსურს” – განაცხადა სუარესმა.

ლუის სუარესი კატალონიურ გუნდში გასულ ზაფხულს ინგლისური “ლივერპულიდან” გადავიდა. პრიმერადივიზიონში ჩატარებულ 8 მატჩში მეტოქეთა კარი ერთხელ დალაშქრა.

0.112424