ცნობილმა არგენტინელმა მოდელმა, ფსევდონიმით დორისმარმა, (რომელიც თავის ნამდვილ სახელსა და გვარს ცოცხალი თავით არ ამხელს) საფეხბურთო სამყაროში თავი არგენტინის საფეხბურთო ნაკრებისა და პერსონალურად ლეო მესის გულმხურვალე ქომაგობით გაითქვა.
ახლა, როგორც დორისმარი ამბობს, “ალბისელესტე“ ძველებურად უყვარს და მისთვის მშობლიური ნაკრები შეუცვლელია, მაგრამ “ვერცხლისქვეყნელთა“ ლიდერი ძველებურად აღარ უყვარს. როგორც დორისმარი ირწმუნება, ბრაზილიის მუნდიალის შემდეგ ლეო მესი მისთვის ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელი გახდა და მეტი არაფერი.
სხვათა შორის, დორისმარი მისი კოლეგა, ფეხბურთზე შეყვარებული მოდელებისგან განსხვავებით, ფეხბურთში ნამდვილად ერკვევა და რამდენიმე თვის წინ არგენტინელ ჟურნალისტებს დაუმტკიცა, რომ არგენტინის ნაკრების გარდა, სხვა გუნდების რაობაც კარგად იცის. ერთი ეს ლეო მესი ამოიგდო გულიდან, თორემ...