ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჯონ ტერი როგორც იქნა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თავისი სექსუალური ოღრაშობის გამო საზოგადოებას, ქომაგებსა და ყოფილ თანაგუნდელებს ბოდიში უნდა მოუხადოს, რადგან სწორედ მისი საქციელი იყო ამ ფეხბურთელის კარიერის დაღმასვლის დასაწყისი.
საქმე ისაა, რომ დღისით-მზისით, ჯონ ტერიმ, მაშინ მისი მეგობრისა და თანაგუნდელის, უეინ ბრიჯის საცოლესთან, ფრანგ მოდელ ვანესა პერენსელთან გააბა რომანი და ტერი ამ რომანის თანმდევი ვნების ქარცეცხლის ამბავში ისე გათამამდა, რომ უკვე საჯაროდაც კი ჩნდებოდა ამ ქალთან ერთად.
მაშინ თანაგუნდელებმა (პირველ ყოვლისა რა თქმა უნდა უეინ ბრიჯიმ) და ქომაგებმა ჯონ ტერი საშინლად გაკიცხეს, თუმცა ფეხბურთელი იძახდა, ჩემი საქმისა მე ვიცი და თქვენ საკუთარ თავებს მიხედეთო. ახლა კი, როგორც იქნა ტერიც მოვიდა ჭკუაზე და ყველას ბოდიშს უხდის ძველი შეცდომების გამო. ”მე ამის გაკეთება არ მეკადრებოდა. სამწუხაროა, რომ ასე გვიან მივხვდი ამას” – ამბობს ჯონ ტერი.