ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელის, ალესანდრო კოსტაკურტას მეუღლე, ერთ დროს მთელს მსოფლიოში ცნობილი მოდელი და მსახიობი, მარტინა კოლომბარი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი გახდა და სხვადასხვა ტიპის გალა-ღონისძიებებს სწორედ იგი წარუძღვება ხოლმე.
მიუხედავად იმისა, რომ მარტინა კოლომბარმა უკვე გადააბიჯა 40 წელს, იგი ძველებურად მომხიბვლელად გამოიყურება და მისი პერსონით იტალიური ბულვარული მედიის წარმომადგენლები ხშირად ინტერესდებიან.
მარტინა კოლომბარის მრავალფეროვან ბიოგრაფიაში განსაკუთრებით გამოსაყოფია ის ფაქტი, რომ ეს ქალი 20 წლის წინ, “მის იტალია“ გახდა და მასთან იტალიური ტანსაცმლის მწარმოებელმა ფირმა “ზარამ“ პირველი კონტრაქტი გააფორმა. ამის შემდეგ კი პოპულარობასთან ერთად დიდი ფულიც მოვიდა.