ქართული წარმოშობის, რუსეთის მოქალაქე, ყოფილი ჩოგბურთელი ანა ჩაკვეტაძე დაოჯახდა. ანას რჩეული შვეიცარიელი ბანკირი აღმოჩნდა, რომელიც უკრიანის მოქალაქეა.
27 წლის ანა ჩაკვეტაძემ კარიერა 2013 წელს დაასრულა. მან კარიერაში WTA-ს 8 ტურნირი მოიგო. დიდი სლემის ტურნირებში, ჩაკვეტაძის საუკეთესო შედეგი 2007 წელს ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში გასვლა იყო. ანას ჩოგბურთით გამომუშავებული აქვს 3.9 მილიონი ამერიკული დოლარი.