სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

10:42 | 30.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

სამტრედიამ პირველი თამაში წააგო

სახელბურთო კლუბმა სამტრედიამ ჩელენჯ კაპის მეთექვსმეტედფინალის პირველი მატჩი 25:41 წააგო ფინურ კლუბ რიიჰიმიაენ კოქსთან. საპასუხო თამაში 30 ნოემბერს გაიმართება იმავე არენაზე, ფინეთის ქალაქ კარიააში.

პირველ თამაშში სამტრედია ფორმალურად მასპინძელი იყო. ქართველები თავიდან დაწინაურდნენ - 6:4, 7:5, მაგრამ მეთხუთმეტე წუთისთვის კოქსმა ოთხბურთიანი გაქცევა მოაწყო - 7:9, შემდეგ კი მეტითაც დაწინაურდა. სამტრედიამ 25-ე წუთისთვის გაიბრძოლა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა - 13:14, თუმცა, ტაიმი მაინც 15:20 წააგო, შესვენების შემდეგ კი ფინელებმა სწრაფად დაიწყეს უპირატესობის ზრდა და, საბოლოოდ, სხვაობამ 16 ბურთს უწია.

ქვეყნის ჩემპიონის რიიჰიმიანეჰ კოქსის შემადგენლობაში საუკეთესოები იყვნენ ფინეთის ნაკრების წევრები - ტეემუ ტამინენი (10 გოლი), ნიკო რონბერგი (8) და ანტი ვალო (5). მათ შემადგენლობაში ასევე ყავდათ ესტონელი, რუმინელი, მოლდოველი და უკრაინელი ლეგიონერები.

სამტრედიაში ყველაზე შედეგიანი იყო მარცხენა ინსაიდი ლექსო წითელიშვილი (9). 5-5 გოლი გაიტანეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა, მარჯვენა გარემარბმა გიორგი დიხამინჯიამ და პივოტმა ჯაბა ხაჟომიამ.

კვირას მეორე მატჩი საქართველოს დროით 16 საათზე დაიწყება.

ჩელენჯ კაპი. მეთექვსმეტედფინალის პირველი მატჩი
29 ნოემბერი, კარიაა (ფინ). 200 მაყურებელი

სამტრედია - რიიჰიმინაენ კოქსი (ფინ) 25:41

სამ: სამყურაშვილი, ხონელიძე - წითელიშვილი 9, დიხამინჯია 5, ხაჟომია 5, თევზაძე 3, ღაღანიძე 1, ნიკურაძე 1, წივწივაძე 1, გოგალაძე, ელგანდაშვილი, ზურაბიანი, თავაძე, კუჭუხიძე

კოქ: ალექსეევი, უმოვიცი - ტამინენი 10, რონბერგი 8, ვალო 5, ნენიცა 4, როგენბაუმი 4, იანსონი 2, სირიალა 2, ტუომინენი 2, ბუჩუმანი 1, ლეპი 1, ვოიკა 1, ლეიკამა, შაფრონიი, სიომანი

მსაჯები: რუტკოვსკისი, ძერვე (ლატ)

www. geohandball.ge

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.121261