თამაშგარე

10:36 | 27.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

სამუელ ეტოომ თავისი შვილების დედაზე იქორწინა

ფეხბურთის ლეგენდარული, თუმც უკვე გვარიანად მობერებული კამერუნელი ვარსკვლავი, სამუელ ეტოო, როგორც იქნა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მის მდგომარეობაში და მის ასაკში გერლფრენდ-ბოიფრენდობა ცოტა უხერხული ამბავია და ცოლის ოფიციალურად შერთვა გადაწყვიტა.

სამუელმა ცოლად მისი ოთხი შვილის დედა და ბოლო 10 წლის განმავლობაში გულისსწორი, ჟორჟეტა მოიყვანა, რომელიც სამუელისა არ იყოს, დაღალა ჟურნალისტების მუდმივმა შეკითხვება, იმასთან დაკავშირებით, ბოლოს და ბოლოს როდის გაოფიციალურდებოდა მათი ურთიერთობა.

სამუელსა და ჟორჟეტას ოფიციალური ქორწინება, იტალიის უძველესი ქალაქის, კომოს პატარა და ლამაზ ეკლესიაში შედგა. ქორწილში ჟორჟეტას და სამუელის რამდენიმე მეგობარი და ქალაქ კომოს მერიც იყო მიწვეული. როგორც კამერუნელი მეგოლე ამბობს, ეს დღე მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი იყო.

0.173967