ფეხბურთი

18:06 | 25.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერმა” შესაძლოა ფალკაო არ გამოისყიდოს

ინგლისურმა “მანჩესტერ იუნაიტედმა” შესაძლოა “მონაკოდან” კოლუმბიელი ფორვარდი რადამელ ფალკაო არ გამოისყიდოს. ამის შესახებ ინგლისური მედია იუწყება. ფალკაომ ჯერჯერობით “წითელ ეშმაკებში” დამკვიდრება ვერ მოახერხა. ფეხბურთელი ტრავმირებულია და მოედანზე 20 ოქტომბრის შემდეგ აღარ გასულა. ამასთან, “იუნაიტედის” თავკაცმა ლუის ვან გაალმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ფალკაოს მომავალთან დაკავშირებით ბუნდოვნად ისაუბრა.

რადამელ ფალკაო “მონაკოდან” ინგლისურ კლუბში წლეულს იჯარით გადავიდა, მიმდინარე სეზონში მას 5 ჩატარებულ შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი. კოლუმბიელის გამოსასყიდი თანხა 43 მილიონ გირვანქას შეადგენს.

0.115488