თამაშგარე

10:30 | 25.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზაირა ნარას ნანატრი ბედნიერება

უპოპულარულესი და უმშვენიერესი სამხრეთამერიკელი მოდელი, ზაირა ნარა, ალბათ გახსოვთ, რომ ერთ დროს, ურუგვაელი ფეხბურთელის, დიეგო ფორლანის გულისსწორი იყო და ზაირას ასეთი დიდი პოპულარობაც, პირველ ყოვლისა, დიეგოს სატრფოობით დაიწყო.

დიეგო ფორლანთან უცნაური დაშორების შემდეგ, ზაირა დეპრესიაში ჩავარდა და მისი ამგვარი მდგომარეობა მაშინაც გაგრძელდა, როდესაც ერთ-ერთ არგენტინელ ბიზნესმენს გადაეკიდა, რომელიც სექსუალური მანიაკი აღმოჩნდა.

თუმცა, საბოლოო ჯამში ამ მშვენირმა ქალმაც იპოვა თავისი ჭეშმარიტი გულისსწორი. ამჟამად ზაირა ნარა ცნობილ არგენტინელ ჩოგბურთელს, ხუან (პიკო) მონაკოს ხვდება და ყველას არწმუნებს, ასეთი ბედნიერი ცხოვრებაში არასოდეს ვყოფილვარო. ვინ იცის...

0.163825