“მილანის” მთავარი მწვრთნელი, ფილიპო ინძაგი “ინტერთან” ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან წარსდგა და “მადონინაზე” ისაუბრა.
ახალგაზრდა სპეციალისტი დერბიში ვერ მოგებით გულდაწვეტილი ჩანდა. პიპომ ასევე ფერნანდო ტორესზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ “მილანს” მისი გოლები სჭირდება.
“ჩელსიდან” ნათხოვარი ფორვარდი ჯერჯერობით ცუდად გამოიყურება და 10 მატჩში მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი, თუმცა ინძაგის ესპანელის მაინც სჯერა.
“მე მჯერა, რომ ტორესი მალე სასურველ ფორმაში დაბრუნდება და გატანას დაიწყებს. “მილანს” ძალიან სჭირდება მისი გოლები. ვცდილობ, რომ ფერნანდოს თამაშს მაქსიმალურად შევუწყო სხვა შემტევების: ბონავენტურას, ელ შაარავის, მენესისა და ჰონდას ასპარეზობა. ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ ტორესს გატანაში დაეხმარონ.
დასანანია, რომ გამარჯვება ვერ შევძელით. ჩვენ ამის გაკეთება შეგვეძლო, თუმცა მეტოქემაც კარგად ითამაშა და ქულა დაიმსახურა. დერბიმ აჩვენა, რომ ორივე კლუბში დიდი სამუშაოები მიმდინარეობს. სამწვრთნელო ცვლილებამ “ინტერს” ახალი სტიმული მისცა და ეს გუშინდელ შეხვედრაში ჩანდა.
საჭიროა, ჩვენი ხასიათი ვაჩვენოთ და მომდევნო მატჩებში წარმატებაზე ვიფიქროთ. ცხრილში ყურების დრო ახლა არაა”, - განაცხადა “როსონერის” დამრიგებელმა.
შეგახსენებთ, რომ “მილანი” 18 ქულით მე-7 ადგილზეა.