თამაშგარე

10:33 | 21.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მელუდეთა შეთავაზება ბუნდესლიგის ქომაგებისათვის

ცნობილი გერმანელი ლუდის, “ლოვენბროის“ მწარმოებელმა კომპანიამ ბუნდესლიგის ქომაგებს ახალი და მეტად ორიგინალური წინადადება შესთავაზა. აქვე უნდა ითქვას, რომ “ლოვენბროის“ ფეხბურთთან ყოველთვის ჰქონდა გარკვეული კავშირი და სპორტის ამ სახეობაში ფული არაერთხელ ჩაუდია.

რაც შეეხება ბუნდესლიგის კლუბების ფანებისათვის შეთავაზებულ წინადადებას – როგორც აღნიშნული კომპანიის მესვეურებმა განაცხადეს, ის გულშემატკივრები, რომლებიც სეზონში საყვარელი კლუბის ყველა საშინაო მატჩს დაესწრებიან, “ლოვენბროისგან“ სპეციალურ აბონიმენტს მიიღებენ.

თუკი კაცს ლუდი უყვარს, ამ შეთავაზებამ წესით ნამეტანი უნდა გაახაროს, რადგან ხსენებული აბონიმენტის მიხედვით, ფეხბურთის ქომაგებს “ლოვენბროის“ ნებისმიერი სახის პროდუქციის შეძენა, 80%-ანი ფასდაკლებით შეეძლებათ. კარგ ფეხბურთს და კარგ ლუდს რა ჯობია?!...

0.154229