თამაშგარე

10:36 | 20.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთზე შეყვარებული ჰილარი ფიშერი

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო წლებში ევროპული ფეხბურთი სპორტის პოპულარული სახეობა ხდება. ეს იმითაც დასტურდება, რომ “სოკერს” (როგორც ამერიკაში ფეხბურთს ეძახიან) მამაკაცების გარდა, სულ უფრო მეტი ქალი უყურებს და თამაშობს.

პოპულარული ამერიკელი მოდელი, ჰილარი ფიშერი, ფეხბურთის დიდი მოყვარული ყოფილა და თურმე თავისი მშობლიური გუნდის, აშშ-ს საფეხბურთო ნაკრების თავგადამკვდარი ქომაგიცაა. ოკეანისგაღმელი ჟურნალისტები წერენ, რომ ჰილარი MLS-ის მატჩებსაც ხშირად ესწრება.

33 წლის ჰილარი ფიშერის ფეხბურთისადმის ტრფობის სათავეები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ თანდათან ბარდება წარსულს ამერიკაში ევროპული ფეხბურთისადმი გულგრილი დამოკიდებულება და ეს აშშ-ში ფეხბურთის განვითარების ჩქარი ტემპებითაც მტკიცდება.

0.120874