თამაშგარე

11:09 | 19.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარის სერბული ვნება

როგორც ჩანს, კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ნეიმარი ჭეშმარიტ მაჩოდ ყალიბდება და სავარაუდოდ არც ისე შორსაა ის დრო, როდესაც ნეიმარს მსოფლიოში ყველაზე ცნობილ მექალთანეებს შორის მოიხსენიებენ. ყოველ შემთხვევაში აშკარაა, რომ საქმე აქეთკენ მიდის.

ნეიმარის ახალი მეგობარი გოგონა სულ ცოტა ხნის წინ გახდა საზოგადოებისათვის ცნობილი და ხილული. იგი გახლავთ სერბი მოდელი, სორაია ვუცელიჩი, რომელიც კატალონიაში ბურთის მადევარმა ბრაზილიელმა ესპანეთში ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნო და წამსვე მოიხიბლა მისით.

დიდმკერდიანი და ვნების ალმურში გამხვევი სორაია ვუცელიჩი ნეიმარისათვის ჭეშმარიტი მუზა გამოდგა. ამ ქალთან შეხვედრის გამო, ფეხბურთელი ათასგვარ ხრიკს იგონებს და დიდი ხარჯის გაწევასაც კი არ ერიდება. მაგალითად, კვირაში რამდენჯერმე სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში საკუთარ კერძო თვითმფრინავს აგზავნის, რათა სორაია ერთი დღით მაინც ჩაიყვანოს ბარსელონაში. მაშ როგორ? ვისაც დიდი მკერდი უნდა, ჯიბეზე ხელის გაკვრაც არ უნდა დაიზაროს.

0.136092