უპოპულარულესი არგენტინელი მოდელი, ანა კაროლინა ანდოჰანი, იგივე “პამპიტა“, არგენტინელმა ჟურნალისტებმა, ლათინოამერიკელი სპორტსმენების სატრფოთა შორის კიდევ ერთხელ გამოარჩიეს და წლის ყველაზე მიმზიდველ ქალად დაასახელეს.
როგორც იცით, “პამპიტა“ უკვე ხუთ წელზე მეტია, ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელის, მაქსი როდრიგესის მეგობარი გოგოა, თუმცა სპორტსმენებისათვის თვალი როდრიგესთან თანაყოფნამდეც ჰქონდა დადგმული.
როგორც არგენტინელი “ყვითელი“ ჟურნალისტები წერენ, ანას ადრე თურმე ცნობილი არგენტინელი ჩოგბურთელი, დავიდ ნალბანდიანი ეკურკურებოდა. მაგრამ იცვლება დრონი და იცვლებიან ადამიანებიც...