სულ ცოტა ხნის წინ საფეხბურთო კარიერადასრულებული ინგლისელი მცველი, უეინ ბრიჯი, ბრიტანულ მედიაში ძველებურად პოპულარულია და ამას ხელს მისი მომღერალი ცოლის, რანკ სენფორდის ორიგინალური ქმედებებიც უწყობს.
რანკ სენფორდმა საფეხბურთო კარიერადასრულებულ ქმარს უკანმოტოვებული ძველი და სისხლსავსე წლების კაეშანი ერთობ ორიგინალურად განუქარვა. იორკშირში მდებარე ვილაში დიდი წვეულება მოაწყო და იქ უეინ ბრიჯის ყველა მეგობარი დაპატიჟა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ წვეულებაზე მედიის წარმომადგენლები არავის დაუპატიჟია, ბულვარულმა პრესამ მაინც შეძლო ინფორმაციის გამოტანა და როგორც ერთ-ერთი ბრიტანული გამოცემა იუწყება, აღნიშნული პურიჭამაზე ბრიჯებს გვარიანად მოულხენიათ და ყოფილი ფეხბურთელი ისე დამთვრალა, რომ მის აზრზე მოსაყვანად სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო.