თამაშგარე

10:42 | 6.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლედი გაგას საფეხბურთო ვნებანი

არავისთვისაა უცხო ის ფაქტი, რომ ცნობილი პოპ-მომღერალი, ლედი გაგა, ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ქომაგია და “პენტაკამპეონთა” გუნდის სიყვარული მან თუნდაც იმით დაამტკიცა, რომ მუნდიალზე სამარცხვინოდ გამოსვლის მიუხედავად, მომღერალმა ბრაზილიელ ფეხბურთელებს თანადგომა გამოუცხადა.

ზოგადად ლედი გაგა ფეხბურთში დიდად ვერ ერკვევა, თუმცა, როგორც თავად ამ ცოტა ხნის წინ, ამერიკელ ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, შარშან სულ ცოტა დააკლდა და მოვლენები სხვანაირად რომ განვითარებულიყო, შესაძლოა ერთ-ერთი ინგლისური საფეხბურთო კლუბი შეეძინა. კლუბის სახელს მომღერალი არ ამხელს.

სხვათა შორის, ლედი გაგას ფინანსური მდგომარეობა არც ისე მყარია და როგორც ბულვარული მედია იუწყება, მომღერალი არც მეტი, არც ნაკლები, 4-ჯერ(!) გაკოტრებულა. მაგრამ ნიჭიერი ადამიანი დასავლეთში იშვიათად იკარგება და ლედი გაგამაც ყველა პრობლემა მშვენივრად დასძლია.

0.125621