“ვიტესის” ყოფილმა ფეხბურთელმა მარკო ვან გინკელმა, შესაძლოა “მილანი” დატოვოს. ლონდონის “ჩელსის” საკუთრებაში მყოფმა ნახევარმცველმა მილანური კარიერა ვერ ააწყო, რადგან პირველივე თამაშში ტრავმა მიიღო და გუნდს დიდი ხნით გამოაკლდა.
ფეხბურთელის აგენტმა დაადასტურა ცნობა, რომ იანვრის თვეში ვან გინკელი შესაძლოა წავიდეს იტალიიდან, რადგან მილანში თავს ბედნიერად ვერ გრძნობს.
ინგლისური პრესის ცნობით, ერთ-ერთ ვარიანტად ვან გინკელის “ევერტონი” გადასვლა განიხილება. ინგლისურ კლუბს 21 წლის ჰოლანდიელის დამატება იჯარის წესით სურს.