ოჰოჰოჰოოო, რომ იცოდეთ როგორი გაბრაზებულია დიეგო მარადონას ერთ-ერთი უკანასკნელი სატრფო, მოდელი და ყოფილი მსახიობი როსიო ოლივა... ამას გაბრაზებაც კი აღარ ქვია. ამას მხოლოდ გაცოფება და ”პირიდან ცეცხლის ყრა” შეიძლება ეწოდოს...
მას შემდეგ, რაც დიეგო მარადონა როსიოს დაშორდა, პუტკუნა არგენტინელმა ვარსკვლავმა თავის სატრფოყოფილს დროებით მფლობელობაში გადაცემული ბინა და მანქანაც ჩამოართვა და როგორც შემდგომში გაირკვა, წინდახედულ მარადონას შეყვარებულისათვის მიძღვნილი ძღვენი ყოველი შემთხვევისათვის მაინც საკუთარ თავზე ჰქონდა გადაფორმებული.
აშკარაა, რომ ბობოლა მარადონას ქონებაზე თვალებდაჭყეტილმა როსიომ ვერ გათვალა, მარადონაც კაი მაგარი ”გაცვეთილი” რომ იქნებოდა და დიეგოს მოტყუება არც ისე ადვილი ამბავი რომ იყო. “ჩამოლაბორანტებულ” როსიოს ახლა ისღა დარჩენია, ყველა ინტერვიუში მარადონა წყევლოს და გააქილიკოს, მაგრამ ამით რა იცვლება?!...