დღეს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში სტარტს აიღებს და 12 ივნისამდე გასტანს ამხანაგური მატჩი საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებებს შორის. პირველ და მესამე ტურში ქართველი მოჭადრაკეები შავი ფიგურებით ითამაშებენ, მეორესა და მეოთხეში მასპინძლებს თეთრებით მოუწევთ ბრძოლა, მეხუთე ტურში კი ფერების განლაგებას დამატებითი კენჭისყრა გადაწყვეტს.
შეხვედრა შვენინგენის სისტემით 5 ტურად ჩატარდება – თითოეულ მოთამაშეს 90 წუთი პირველ ორმოც სვლაზე, ხოლო შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე +30 წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან.
ცნობისთვის, პირველი მატჩი საქართველოსა და აზერბაიჯანის გუნდებს შორის 1972 წელს ქართველი მოჭადრაკეების გამარჯვებით – 17.5:10.5 დასრულდა.
საქართველოს ნაკრები
1. ბაადურ ჯობავა (2721)
2. მიხეილ მჭედლიშვილი (2656)
3. კონსტანტინე შანავა (2589)
4. ლევან ფანცულაია (2581)
5. მერაბ გაგუნაშვილი (2570)
აზერბაიჯანის ნაკრები
1. შაჰრიარ მამედიაროვი (2726)
2. რაუფ მამედოვი (2628)
3. ელტაჟ საფარლი (2620)
4. გადირ ჰუსეინოვი (2609)
5. ვასიფ დურალბეილი (2579)
პირველი ტურის კენჭისყრა
1. საფარლი – გაგუნაშვილი
2. მამედოვი – შანავა
3. დურალბეილი – ბაადურ ჯობავა
4. ჰუსეინოვი – მჭედლიშვილი
5. მამედიაროვი – ფანცულაია